საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

13.07.22 12:04
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ კრიმინალურ დაჯგუფებას  შორის არისტოტელეს უნივერსიტეტთან, კიმეიოს მოედანზე დაიწყო. ჩხუბი 23 წლის კაცის დაჭრით დასრულდა.  მას ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა კიდურებში მიაყენეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა ორ კრიმინალურ ბანდას შორის "ქურდულ სამყაროში" გავლენების გადანაწილების მოტივით მოხდა.