,,საიამ" სახელმწიფო უწყებებს დავა მოუგო- სასამართლომ ყოფილი პატიმრის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

13.07.22 14:29
,,საიამ" სახელმწიფო უწყებებს დავა მოუგო-  სასამართლომ ყოფილი პატიმრის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სამართვებრივი დავა მოუგო.

სასამართლომ 30 ივნისს ყოფილი პატიმრის საქმეზე, ვეგანობის გამო დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად 5 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

2022 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. მოპასუხეებს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად 5 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებაში. ციხეში მოხვედრისთანავე, მან ადმინისტრაციას  აცნობა, რომ იგი არის ვეგანი (ამდენად, იკვებება მხოლოდ მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით) და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა. თუმცა, სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, დაწესებულებაში ვეგანებისთვის არ არსებობდა მათ მოთხოვნებზე მორგებული მენიუ.
აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გახდება პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი. ეს არის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ ვეგანობის ნიშნით დაადგინა დისკრიმინაცია
 -ნათქვამია საიას განცხადებაში.