"ტვ პირველმა" იმ ადგილს მიაგნო, სადაც "ქურდების" მონაწილეობით, ე.წ. "სხოდკა" გაიმართა

13.07.22 16:00
"ტვ პირველმა" იმ ადგილს მიაგნო, სადაც "ქურდების" მონაწილეობით, ე.წ. "სხოდკა" გაიმართა

"ტვ პირველმა" თბილისში, იმ ადგილს მიაგნო, სადაც რამდენიმე დღის წინ, კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით, ე.წ. ქურდული "სხოდკა" გაიმართა. 

ლოტკინზე, ლაითურის 33 ნომერი, სადაც კრიმინალურმა ბანდამ "ქურდული შეკრება" დააორგანიზა, პოლიციამ დატოვა.

ადგილიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ოქროს მონეტები და ძვირფასი ნივთები. კრიმინალური  დაჯგუფების წევრების ნაწილს კი  ამ წუთებში გამომძიებლები ბრალის დადგენილებას აცნობენ. 7 კაციანი ჯგუფის ნაწილი კი  უკვე განაჩენის მოლოდინშია. 

ქურდული გარჩევა ოქროსა და ძვირფასი ნივთების გამო მოეწყო - შსს-მ კრიმინალური ბანდის 7 წევრი დააკავა, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

 მინდია გორაძის ახლო გარემოცვის წევრები პოლიციამ თბილისში, აჭარასა და რუსთავში  აიყვანა. 

შეიარაღებული დაჯგუფების  წევრები მაშინ დააკავეს, როდესაც დიდი ოდენობით ოქროს მონეტების და ძვირფასი ნაკეთობების გამო დაწყებულ კონფლიქტს "ქურდული კანონებით" აგვარებდნენ.