რუსთავში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
რუსთავში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს, ამის შესახებ ,,პირველებს" ინფორმირებულმა წყარომ უთხრა.
,,პირველების" მოწოდებული ინფორმაციით, რუსთავის ერთ ერთი სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელი გაკვეთილების დროს გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა.
პედაგოგის წინააღმდეგ ჩვენება რამდენიმე მოსწავლემ მისცა.
გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.