გომელაურის უწყება მორიგ სკანდალში ეხვევა - "ქურდული" გარჩევის ფიგურანტები ალაპარაკდნენ
გომელაურის უწყება ახალ შარში ეხვევა- თბილისში, ლოტკინზე გამართული ,,ქურდული სხოდკის" დაკავებულ მონაწილეთა ნაწილი ალაპარაკდა.
ბრალდებულმა ამირან ჯაფარიძემ, რომელსაც გამოძიება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას ედავება, თავის ადვოკატს პირდაპირ განუცხადა, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით შსს-ს მიმართა, თუმცა ძალოვან უწყებაში ის უარით გამოისტუმრეს და უთხრეს, რომ საკუთარი პრობლემა თავად უნდა მოეგვარებინა.
ქურდული გარჩევა ოქროსა და ძვირფასი ნივთების გამო მოეწყო - შსს-მ კრიმინალური ბანდის 7 წევრი დააკავა, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
მინდია გორაძის ახლო გარემოცვის წევრები პოლიციამ თბილისში, აჭარასა და რუსთავში აიყვანა.
შეიარაღებული დაჯგუფების წევრები მაშინ დააკავეს, როდესაც დიდი ოდენობით ოქროს მონეტების და ძვირფასი ნაკეთობების გამო დაწყებულ კონფლიქტს "ქურდული კანონებით" აგვარებდნენ.