"ქურდული" გარჩევა ოქროს მონეტების გამო - "ტვ პირველმა" ე.წ სხოდკის ახალი დეტალები გაარკვია

13.07.22 20:35
"ქურდული" გარჩევა ოქროს მონეტების გამო - "ტვ პირველმა" ე.წ სხოდკის ახალი დეტალები გაარკვია

ე.წ. ქურდული გარჩევა ყალბი ოქროს მონეტების გამო- ტვ პირველმა ახალი დეტალები გაარკვია.

"პირველების"  ინფორმაციით, ახალი სკანდალი ქვეყანაში მას შემდეგ აგორდა, რაც დადგინდა, რომ ორ მოქალაქეს, ლევან აბულაძე და მირზა ქავთარაძეს, ოქროს ყალბი მონეტები მიჰყიდეს, ისინი კი კუთვნილის ფულის დაბრუნებას "ქურდების" დახმარებით ცდილობდნენ.

საქმე სამმა ე.წ. ქურდმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავას ოღლიმ, ჯეირან კინწურაშვილმა, იგივე "ხონსკიმ" და ზვიად პაპიაშვილმა გაარჩიეს.

საქმის გარჩევა "ქურდული" წესებით საქართველოსა და თურქეთში შედგა. შსს ამტკიცებს, რომ საქმეს სამი ქურდი არჩევდა და დავალებებს გასცემდნენ, თუმცა პოლიციას ქურდებისთვის ბრალიც კი არ წაუყენებია. დააკავეს მხოლოდ ისინი, ვინც კრიმინალური ავტორეიტეტის დავალებბს ასრულებდა. 

ლოტკინი, ლაითურის 33 ნომერი, ეს ის ადგილია, სადაც ე.წ სხოტკა შედგა. ,,პირველების" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ლევან აბულაძემ და მირზა ქავთარაძემ აღმოაჩინეს, რომ თურქეთიდან მათ ოქროს ნაცვლად, სხვა ლითონშენადნობის მონეტები ჩამოუტანეს, საქმის გარჩევა სწორედ აქ დაიგეგმა, ლოტკინის დასალებაში. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ხმაურის და დაპირისპირების  ხმა ესმოდათ, ნახეს პოლიციაც, რომელიც შემთხევევის ადგილზე მივიდა. 

თბილისი, ქობულეთი, რუსთავი. სპეცოპერციების სერია გომელაურის უწყებამ გუშინ გამთენისას ერთმანეთის პარალელურად 3 ქალაქში ჩაატარა. სულ ბრალდებულია 9 პირი, მათგან ხელბორკილები 7 -ს დაადეს.   2 ქვეყნიდან გაქცეულია. დაკავებულებიდან 4-ს ქურდული სამყაროს წევრობას, 2 -ს ქურდული სამყაროსთვის მიმართვას, 3 კი ქუდული სამყაროს მხარდაჭერას ედავებიან.

100 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქროს მონეტების გამო დაკავებულებს  უკვე ბრალდებულების სტატუსი აქვთ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 3-დან 10  წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.