სასამართლო, პოლიციელების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, ლმობიერია - ადვოკატები

14.07.22 15:42
სასამართლო, პოლიციელების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, ლმობიერია - ადვოკატები

რატომ გამოუშვა ციხიდან სასამართლომ თავდამსხმელი პოლიციელი? - იურისტები სასამართლოს მანკიერ პრაქტიკაზე საურობენ. 

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ფაქტი მძიმე დანაშაულისთვის საშიშ პრეცენდენტს ქმნის.

იურისტების განცხადებით, სასამართლო პოლიციელების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, არის ლმობიერი და ეს ძალადობის წახალისებაა.

სახელმწიფოს ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში ერთიანი სტანდარტი უნდა ჰქონდეს. ანუ პოლიციელიც და ჩვეულებრივი მოკვდავიც უნდა იღებდეს ისეთ შეღავათს, როგორც ყველა დანარჩენი. იკვეთება ტენდენცია, რომ სასამართლო სამართალდამცველების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, გაცილებით უფრო ლმობიერია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ. არადა პირიქით უნდა იყოს, სამართალდამცველი, რომელიც ფორმაში სჩადის დანაშაულს, მის მიამრთ, ჩემი აზრით სახელმწიფო უნდა იყოს მკაცრი“. - ამბობს ადვოკატი.

პროკურატურამ 25 იანვარს მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავა.

შოთაძის უწყებამ ნუკრი ბაქრაძეს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.