ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე - დაკავებულები განაჩენის მოლოდინში არიან
ვინ ჩაცხრილა 28 წლის ანასტასია შატალოვა თბილისის ცენტრში? ხმაურინი მკვლეობის საქმეზე დღეს მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
განსასჯელის სკამზე 3 ბრალდებულია. გახმაურებული სასტიკი მკვლელობიდან რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე ვერ ამბობს, რა გახდა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მოტივი.
ბრალდებულების უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ დაკავებულებს, ბექა ლატარიას და ბიძინა ხასიას, დანაშაული არ ჩაუდენიათ და აღნიშნული პირები პოლიციელებმა საქმის ფსევდო გახსნისთვის დააკავეს.
ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლეს.
ცნობილია ისიც, რომ 27 წლის ქალს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს და მათ შორის ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობდა. ქალი ბერიძეს ძალადობაში ადანაშაულებდა და საქმეზე გამოძიებაც კი იყო დაწყებული. ყოფილი ვიცე-მერმა შატალოვას გარდაცვალების შემდეგ თქვა, რომ შვილის დედასთან ბოლო პერრიოდში კომუნიკაცია არ ჰქონია.
გამოძიების ინფორმაციით, შატალოვას ბექა ლატარიამ ესროლა, შსს-ს ცნიობით, ლატარიამ მკვლელობის ადგილი ბიძინა ხასიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა. გამოძიების ვერსიით, ხასიამ მკვლელობის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ლატარია დაკავებისას საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა. მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.