მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია უცხოელ ექსპერტებს გადაეგზავნა
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია უკვე უცხოელ ექსპერტებს გადაეგზავნა.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს დღეს მიაწვდის ინფორმაციას საექსპერტო ბიუროების შესახებ და შემდეგ უკვე, მხარეები ერთობლივად გადაწყვეტენ, თუ რომელ საექსპერტო ბიუროს ანდობენ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის ჩატარებას.
შალვა ხაჭაპურიძე იმასაც აღნიშნავს, რომ 30 საექსპერტო ბიუროდან საბოლოოდ 3 შეირჩა, რომელიც ამერიკის ათეულში შედის.
მსოფლიო რეიტინგების შვიდეულში არის მოხვედრილი ის საექპერტო ბიურო, რომელტანაც გვაქვს მოლაპარაკებები. მიხეილ სააკაშვილს ამსი შესახებ დღეს უნდა გავაგებინო. თუ მისგან დასტური იქნება უკვე დასტურს ვეტყვით საექსპერტო ბიუროს. 30 საექსპერტო ბიუროდან მივიღეთ თანხმობა, მათ შორის არის 15 ევროპიდან და დანარჩენი არის ამერიკიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ ვადებში მოხდეს მათი ჩამოსვლა და ექსპერტიზის ჩატარება. ბოლოს შევარჩიეთ 3 საექსპერტო ბიურო, რომლებიც ამერიკის ათეულში შედიან“.- ამბობს ხაჭაპურიძე.