შენც მოგკლავ! - ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლეს დაემუქრა

14.07.22 20:31
შენც მოგკლავ! - ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლეს დაემუქრა

მკვლელობაში მსჯავრდებული მოსამართლეს  მოკვლით დაემუქრა. ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის მაქსიმალური სასჯელი გამოტანას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რაც   სასამართლოს ეზოშიც გაგრძელდა. სამივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, თუმცა მოსამართლემ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. 

მკვლელობისთვის მაქსიმალური სასჯელის მისჯა ბრალდებულმა ბექა ლატარიამ გააპროტესტა.

შენი დე....ას შე..ცი,  შენც მოგკლავ- ასე დაემუქრა ჩართული კამერების წინ ბექა  ლატარია მოსამართლე ზვიად სარიას. ეს ხმაურიანი განცხადება დიდი ალბათობით ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გახდება. საბადრაგო სამსახურმა ბრალდებულ ლატარიას გაჩუმება ვერ შეძლო და იძულებული შეიქნა, ის სასამართლო დარბაზიდან გაეყვანა.

საბოლოოდ, სასჯელის ვადა ასე გადანაწილდა-ბექა ლატარია -20 წელი, ბიძინა ხასიას 17 და ლევან რაჯავს- 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.