შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელი თავისუფალია - დაზარალებულის დედის პირველი კომენტარი
რომ გამოვა, რა ვიცით, რას იზამს- მეტროში სასტიკად ნაცემი არასრულწლოვნის ოჯახის წევრებს ეშინიათ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მძიმე დანაშუალში ბრალდებული პატრულ -ინსპექტორი მოწმეებსა და დაზარალებულზე ისევ იძალადებს, არ აპატიებს, რომ მათი ჩვენების გამო ციხეში მოხვდა.
მეტროსადგურ ,,ისანში" ნაცემი ბიჭის ოჯახი მშობლებმა დღეს გაიგეს, რომ სასამართლომ ორიდან ერთი დაკავებული პატრული-ინსპექტორი გაათავისუფლა.
უნდა იყოს ციხეში, ამას ასე არ დავტოვებ. ბავშვი დაზარალებულია და შიში არის. რა ვიცი, რომ გამოვიდა ეს კაცი ციხიდან, რას გააკეთებს. ანუ შიში გვაქვს, კიდევ რამე რომ გაიმეოროს - აცხადებს დაზარალებულის დედა.
პატრულ ინსპექტორი კახა ბაკაშვილი სასამართლომ 6 თვინი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა და ერთ წლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა, მისი ადვოკატი ამბობს, რომ მიზეზი გამოძიებასთან თანამშრომლობაა.