უკანონო თვალთვალი და მიყურადება - მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

15.07.22 11:24
უკანონო თვალთვალი და მიყურადება - მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა იმ ადამიანებს, რომლებიც სუს-ის ცნობილ კრეფსებში მოხვდნენ, მათ შორის არიან გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია და მისი ცოლი, მია ზოიძე.

საქმე ეხებოდა არა მარტო მის საადვოკატო საქმიანობაზე მიყურადებას, არამედ მის ოჯახსაც. საქმეში მოხვდა ადვოკატისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის სატელეფონო საუბრები, ასევე ფანცულაიასა და მისი ცოლის პირადი საუბრები, მათ შორის,  არასატელეფონო. გიორგი ფანცულაია არ გამორიცხავს, რომ მოსასმენი მოწყობილობა მის სახლშიდაც იყო დამონტაჟებული.

ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, მე წლების განმავლობაში ვამჩნევდი რომ ხორციელდებოდა უკანონო თვალთვალი, მიყურადება. დეკანოიძე, გიორგი მამალაძს მიერ სატელეფონო საშუალებით რაც კი ზარებია განხორციელებული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის უკანონოდ მოსმენილი და უკანონოდ ჩაწერილი. რასთან დაკავშირებითაც დღემდე არ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ საკითხზე დაკითხული, ერთი კვირის წინ მოხდა ჩვენი დაზარალებულად ცნობა და  ამდაზარალებულად ცნობის შემდეგ, პრაქტიკულად დადასტურდა რომ ჩვენ ვიყავით ამ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების მსხვერპლნი“. - ამბობს გიორგი ფანცულაია.

პროკურატურამ  უკანონო მოსმენების მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სარჩელების მთელი სერია ევროსასამართლოში წავიდა.

აღნიშნულ რეზონანსულ საქმეზე გამოძება 158-ე მუხლით მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებას ჯერ-ჯერობით დაკავებული არავინ ჰყავს.