დასასანქცირებელთა შავი სია - ოპოზიცია და მესამე სექტორი დასავლეთში მტკიცებულებებს გააგზავნის

15.07.22 13:25
დასასანქცირებელთა შავი სია -  ოპოზიცია და მესამე სექტორი დასავლეთში მტკიცებულებებს გააგზავნის

პერსონალური სანქციები ივანიშვილს და მინიოლიგარქებს - ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მტკიცებულების მთელ დასტას თბილისიდან დასავლეთში გზავნის. შავ სიაში ასევე, ის მოსამართლეები და პროკურორები შევლენ, ვინც ქვეყანაში ოლიგარქიზაციას ხელს უწყობს.

მტკიცებულებების შეგროვების პროცესში პარტია "დროას" გარდა არასამთვრობო სექტორიც ერთვება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია და არასამთავორბო სექტორი უკვე ერთი საათია მსჯელობს. 

კოორდინირებულ პროცესში დახმარების მიზნით საერთაშორიოს ექსპერტებიც ჩაერთვებიან. 

ის საეჭვო უერთიერთობები, რაც არსებობს რუსეთთან, ის თემები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ნავთობის თემა იქნება, ბორჯომის თემა თუ ზოგადად, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება რუსეთისთვის, ის კითხვები საჭიროებს ძალიან კომპლექსურ მუშაობას და ბევრი მოთამაშის ჩართულობას. არამსათავრობო სექტორთან ამ თემაზე ექსპერტებთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთიანი იყოს ძალისხმევა. ერთის მხრივ, ვაკონტროლოთ ასეთი შემთხვევები არ იყოს და მეორეს მხრივ, ქვეყნის გარეთაც ამაზე ვიმუშავოთ კოორდინირებულად, - თქვა ხოშტარიამ.