მკვლელობა მიწის ნაკვეთის გამო - ,,ტვ პირველმა" მარნეულში მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის დეტალები გაარკვია

15.07.22 20:22
მკვლელობა მიწის ნაკვეთის გამო - ,,ტვ პირველმა" მარნეულში მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის დეტალები გაარკვია

თანასოფლელებს, ასევე, ნათესავებს, შორის მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული დავა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში  ტრაგედიით დასრულდა. ,,ტვ პირველმა" მომხდარის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.

საქმეში ახალი ვერსიც გაჩნდა- ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობის მოტივი აზარტული თამაში იყოს. მძიმე დანაშაულში მხილებული მამაკაცის, ავთანდილ იუსუპოვის, ოჯახი ამტკიცებს, რომ  მსხვერპლი და თავდამსხმელი სოფლის ცენტრში ნარდს ფულზე თამაშობდნენ, წაგებას კი კონფლიქტი მოჰყვა.
ნათესავების მკვლელობაში მხილებული კაცი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ციხეში ყოფნა 15 წლით მოუწევს.