ექსკლუზივი: პოლიციელის მიერ მოკლული ბიჭის საქმე თავდაყირა დგება - ზურაბ გველესიანის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა

15.07.22 23:39
ექსკლუზივი: პოლიციელის მიერ მოკლული ბიჭის საქმე თავდაყირა დგება - ზურაბ გველესიანის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა

წყნეთში პოლიციელის მიერ მოკლული 32 წლის ზურაბ გველესიანის საქმე თავდაყირა დგება -  "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გვამიდან აღებულ სისხლსა და შინაგან ორგანოებში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა. 

სისხლი ასევე არ აღმოჩნდა ახალი ფსიქოაქტიური და პრეკურსორი ნივთიერებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდა კაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, პოლიციელმა კი მისი შებოჭვა სცადა, ამ დროს კი მას იარაღიდან "გაუვარდა", რასაც ზურაბ გველესიანი ემსხვერპლა.

პოლიციელ ერიკ წურწუმიას, რომლის ტყვიამაც წყნეთში დაკავების დროს 32 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,  პატიმრობა 21 აპრილს შეუფარდეს.

სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა სპეცოპერაციაში მონაწილე კიდევ ერთი პოლიციელის წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ შემთხვევის იმყოფებოდა წყნეთის პოლიციის უფროსიც, რომლიც ამ ყველაფერს ავტომობილიდან უყურებდა.