სუს-ი სოსო გოგაშვილის შვილების სახლებს ჩხრეკს

16.07.22 10:55
სუს-ი სოსო გოგაშვილის შვილების სახლებს ჩხრეკს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოსო გოგაშვილის შვილების სახლებს ჩხრეკს.

სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა   თბილისსა და გონიოში, ამოიღეს კომპიუტერები, ტელეფონები და მეხსიერების ბარათები.

გვიან ღამით, სპეცოპერაციის შედეგად სოსო გოგაშვილი დააკავეს.

ცნობისთქვის, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გოგაშვილმა  კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს მხილებების სერია დაუანონსა.

სოსო გოგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის შეფი იყო, ამბობს რომ არჩევნების გაყალბების სქემების შესახებ ყველა მტკიცებულება უცხოელებს გადასცა.