სახლში 4 წლის ბავშვი მყავდა, შემოანგრიეს კარი და შემოცვივდნენ - სოსო გოგაშვილის შვილის პირველი კომენტარი
სოსო გოგაშვილის შვილი მამის დაკავების ხმაურიანი სპეცოპერაციის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
ნიკა გოგაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა კარი შემოანგრიეს და ეს 4 წლის ბავშის თვალწინ მოხდა.
"სახლში რომ რაღაც მოვა დადგმული სცენებით, კანალიზაციის მანქანა მოვიდა, ვითომ ჭა უნდა გამოეცვალათ. მერე ორი მუშა მოვიდა, მერე მოვარდნენ მარშრუტკები და გადმოცვივდნენ ჯარისკაცები, შემოანგრიეს კარები, ამერიკულ ფილმებში როა ვესტერნები, ეგეთი რაღაც იყო. კედელთან აყუდებული ვიდექი საკმაოდ დიდი ხანი, პატარა ბავშვი მყავდა სახლში 4 წლის. აბსურდული ბრალია, თურმე 2021 წელს აუდიო ჩანაწერები გავრცელდა, მოკლედ როგორი მიზეზი არის იცით, ბოლოს კენედის მკვლელობასაც დააბრალებენ მამაჩემს. ეძებდნენ რაღარც მასალებს ჩვენთან. კამერები, მე რასაც ვუყურე, გარეთ ვინც იყო ისინი აზიანებდნენ, ოღონდ რატო, არ ვიცი. ევროკავშირის და ამერიკის დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველაფერი, რასაც სოსო აანონსებდა. “. - ამბობს ნიკოლოზ გოგაშვილი.
გვიან ღამით, სპეცოპერაციის შედეგად სოსო გოგაშვილი დააკავეს.
ცნობისთქვის, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გოგაშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს მხილებების სერია დაუანონსა.
სოსო გოგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის შეფი იყო, ამბობს რომ არჩევნების გაყალბების სქემების შესახებ ყველა მტკიცებულება უცხოელებს გადასცა.