ბორკილებდადებული გოგაშვილი სამართალდამცველებს ვარაზის ქუჩაზე მდებარე სახლში ჰყავთ - სახლშია 2 ბავშვიც

16.07.22 11:25
ბორკილებდადებული გოგაშვილი სამართალდამცველებს ვარაზის ქუჩაზე მდებარე სახლში ჰყავთ - სახლშია 2 ბავშვიც

ბორკილებდადებული სოსო გოგაშვილი ამ წუთებშიც ავთო ვარაზის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში ჰყავთ სამართალდამცველებს.

ამის შესახებ მისმა შვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნიკოლოზ გოგაშვილის თქმით, ამ სახლში იმყოფება ორი არასრულწლოვანიც. სახლში მყოფებს ჩამორთმეული აქვთ მობილური ტელეფონები და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. პოლიციელები კი სხვა ოჯახის წევრებს სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ამ წუთებშიც სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა.

ხმაურიანი სპეცოპერაციიდან, უკვე 12 საათი გადის, თუმცა ამ დრომდე შიინაგან საქმეთა სამინისტრო დუმილის რეჟიმშია გადასული და განცხადებას არ ავრცელებს.