ევროკავშირის და ამერიკის დიპლომატებს ყველა ის მასალა აქვთ, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა - ნიკა გოგაშვილი

16.07.22 11:35
ევროკავშირის და ამერიკის დიპლომატებს ყველა ის მასალა აქვთ, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა - ნიკა გოგაშვილი

სოსო გოგაშვილის შვილის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რომლის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი აანონსებდა. 

დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისას და ამერიკისას. დალუქეს ტელეფონები, წაიღეს პლანშეტები, ელექტრო მოწყობილობები რა რის. ვინჩესტერებს ეძებდნენ და რაღაც ქაღალდებს. კამერებს აზიანებდნენ გარეთ, რატომ არ ვიცი", - თქვა ნიკა გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო და იქ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ხმაურიანი სპეცოპერაციიდან, უკვე 12 საათი გადის, თუმცა ამ დრომდე შიინაგან საქმეთა სამინისტრო დუმილის რეჟიმშია გადასული და განცხადებას არ ავრცელებს.