პროსტიტუცია თბილისის სასტუმროებში - სასამართლომ ცხრავე თანამშრომელი პატიმრობაში დატოვა
საროსკიპოდ გადაქცეული სასტუმროს მფლობელი და მისი რვა თანამზრახველი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. არც ერთი ბრალდებული ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
დაკავებულების ადვოკატები საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩვრებას აპირებენ.
ჩემი კლიენტი თავს უდანაშაულოდ ცნობს, ვინაიდან ბრალდების მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოსამართლემ შეგნებულად აარიდა თავი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. მან ჩემი 21 წლის კლიენტის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, რომლის საფუძველიც არ არსებობდა“ - ამბობს ადვოკატი.
ამ დრომდე დალუქულია ის სასტუმროები, სადაც გომელაურის უწყებამ, სპეცოპერაცია ჩაატარა და 9 თანამშრომელს პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ხელბორკილები დაადეს.
მოსამართლე დავით კურტანიძემ კი შემდეგი პროცესი 30 აგვისტოს ჩანიშნა. გაუშვებს თუ არა ის ბრალდებულებს 4-7 წლით ციხეში ეს სწორედ ამ სხდომაზე გახდება ცნობილი.