შურისძიება რიჟვაძის ხსენების გამო? - შშმ პირი შსს-ს მძიმე ბრალდებებს უყენებს
შურისძიება რიჟვაძის ხსენების გამო? - ხვიჩა შაქარაშვილი შსს-ს მძიმე ბრალდებებს უყენებს.
გომელაუროს უწყებამ, ბათუმში შშმ პირი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააკავა, სადაც აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე და მამამისი, დავთ რიჟვაძე არიან ნახსენები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანია თორნიკე რიჟვაძის მამა სამართალდამცველია.
შაქარაშვილი პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას აგინეს და დაამცირეს.
შაქარაშვილის დაკავება 14 ივლისს სამსახურში მოხდა.
როგორც შაქარაშილის ოჯახის წევრები ამბობენ, პოსტს წინ მისი არასრულწოვანი შვილის დაკავება და ამის გამო პროტესტი უძღოდა.
აგვისტოს ომის მონაწილე ხვიჩა შაქარიშვილმა პოსტი 6 ივლის, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.