მამაჩემს ჩხრეკისას ორი იარაღი ჩაუდეს, დედაჩემმა და დეიდაჩემმა დაინახეს - ნიკა გოგაშვილი

16.07.22 14:37
მამაჩემს ჩხრეკისას ორი იარაღი ჩაუდეს, დედაჩემმა და დეიდაჩემმა დაინახეს - ნიკა გოგაშვილი

დაკავებული სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი ამბობს, რომ ჩხრეკისას მამამისს ორი იარაღი ჩაუდეს.

"ორი იარაღი ჩაუდეს, დედაჩემმა და დეიდაჩემმა დაინახეს და შეტენეს რაღაც ყალბი ფაქტები, მოსმენების და ა.შ. სამი მუხლით მიდის [გამოძიება], ერთი არის იარაღის უკანონო შენახვა, მეორე არის სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება და რაღაც სისულელე", - ამბობს ნიკა გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან უკვე გაიყვანეს. ის მოდულის შენობაში გადაჰყავთ.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციით დააკავეს. 

სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა გოგაშვილის შვილების, ნიკა და ნინი გოგაშვილების სახლებში. ნინი გოგაშვილის სახლის ჩხრეკის ვიდეო თავად მან გადაიღო და გაავრცელა.