ბიბლიაზე დავიფიცებ, დავინახე, როგორ ამოდეს იარაღი ლეიბის ქვეშ - სოსო გოგაშვილის ცოლი

16.07.22 14:56
ბიბლიაზე დავიფიცებ, დავინახე, როგორ ამოდეს იარაღი ლეიბის ქვეშ - სოსო გოგაშვილის ცოლი

სოსო გოგაშვილის ცოლი "პირველებთან" ყვება, თუ როგორ დაინახა სამართალდამცველები, რომლებმაც მის მეუღლეს იარაღი ჩაუდეს.

თეა დემეტრაშვილი ამბობს, რომ მის მუღლეს არაფერში სჭირდებოდა ორი უკანონო იარაღი მაშინ, როდესაც 13 გაფორმებული იარაღი აქვს.

შევარდნენ ოთახში, მივყვებოდი, და რას აკეთებთქო, ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ და დავიფიცემ, რომ ჩემი თვალით დავინახე, ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი და როგორ გამოხსნენს კარადა და კალაშნიკოვი აკს როგორ დადეს. ბავშვი სულ შედის ხოლმე ოთახში და როგორ ფიქრობთ ეხლა, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და როგორ, ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა?“ - ამბობს გოგაშვილის ცოლი.
 

14 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. სოსო გოგაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში დააკავეს.