სუს-ის მაღალჩინოსანმა, ღამბაშიძემ ხელი დაარტყა და იარაღზე ხელი მიადებინა - გოგაშვილის ცოლი
სპეცოპერაცია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში - ირკვევა, რომ სოსო გოგაშვილის დასაკავებლად სამსახურიდან მისი გათავისუფლებული კადრი, გიორგი ღამბაშიძე გაუშვეს.
გოგაშვილის ცოლი, თეა დემეტრაშვილი ამბობს, რომ საკუთარი თვალით დაინახა, ღამბაშიძემ მის ქმარს ხელი როგორ დაარტყა და როგორ მიადებინა იარაღზე ხელი.
ღამბაშიძემ დააგდო, ჯერ წიხლი დაარტყა უკან, მერე იარაღი ჰქონდა უკან და იმ იარაღზე მიადებინა თითები. ალბათ ანაბეჭდების გამო.ეს ის იარაღი გახლავთ რომელიც ჩემს ქმარს ჩაუდეს. მე აგერ ვიდექი და ვუყურებდი ყველაფერს.სამართალდამცელებმა ადგილზე მოიტანეს ასევე ჩიპები და ლეპტოპი, რომელიც სოსოს არ ეკუთვნოდა“ - ამბობს გოგაშვილის ცოლი.
გიორგი ღამბაშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეა.
14 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. სოსო გოგაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში დააკავეს.