"შევეწირები ამ ყველაფერს" - რა უთხრა დაკავებისას გოგაშვილმა ცოლს

16.07.22 15:42
"შევეწირები ამ ყველაფერს" - რა უთხრა დაკავებისას გოგაშვილმა ცოლს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახირის ყოფილი შეფის ცოლი, თეა დემეტრაშვილი "პირველებთან" სოსო გოგაშვილის დაკავცებას იხსენებს. 

მისი თქმით, იჯახი გაჩუმებას არ აპირებს, გოგაშვილიც ბრძოლის განწყობაზეა: 

„ჩემმა მეუღლემ როცა დაიჭირეს მითხრა,  რომ აუცილებლად სიმართლე გაიმარჯვებს, შევეწირები ამ ყველაფერსო. ძალიან ბევრი ტალახი და ბულინგი გაიარა ჩემმა ოჯახმა და აღარ ვაპირებთ გაჩუმებას“. - თქვა სოსო გოგაშვილის ცოლმა.

14 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. სოსო გოგაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში დააკავეს.