"სპეცრაზმელი ვიღაცას ეუბნებოდა, საჩუქარი ვაჩუქეთ, მისაღები მიიღოო" - გოგაშვილის ცოლის სკანდალური განცხადება
სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა დემეტრაშვილი "ტვ პირველთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ სპეცოპერაციისას თავად გაიგო, როგორ ურეკავდნენ ძალოვანები სავარაუდოდ, ზემდგომებს და როგორ აბარებდნენ ანგარიშს.
მისივე მტკიცებით, ერთ-ერთი სპეცრაზმელი ვიღაცას და ეუბნებოდა "საჩუქარი მიიღო", "პრემია გვეკუთვნისო".
თეა დემეტრაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მის მეუღლეს უთხრა და სწორედ მაშინ, სოსო გოგაშვილი მიხვდა, რომ იარაღის ჩადებაზე იყო ტელეფონზე საუბარი.
„როდესაც ქვემოთ ჩავედი, მესმის ერთ-ერთი სპეცრაზმელის ლაპარაკი, ვიღაცას ურეკავს და ეუბნება. თან ვიწერდი და ახლავე წაგიკითხავთ, ეუბნება, დვალიშვილი გიორგი, პაპუნა, მისი მოადგილეები, მე-7 მთლიანად თავის უფროსებით, ყველა აქ იყო და შსს-ს უფროსობაო და გენინსპექციის უფროსი იოსებიძეო. არ ვიცი ესენი ვინები არიან, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ. ვაჩუქეთ საჩუქარი ყველაფერი, წარმატებულად ჩაიარა ყველაფერმა. ეს ყველაფერი გავიგე ჩემი ყურით და ჩავიწერე ზუსტად, რომ არ დამვიწყებოდა. "ვაჩუქეთ საჩუქარი" ვერ მივხდი, პრემიაც გვეკუთვნის, მისაღებიც მიიღო, რაც დავალებული გვქონდაო. გავედი და სოსოს ვეუბნები, ასე იძახის „საჩუქარი მიიღოო“ და მაშინ სოსომ მითხრა ე.ი. იარაღი დამიდოო “.- ამბობს თეა დემეტრაშვილი.
გოგაშვილის ცოლმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ადამიანის ამოცნობა თავისუფლად შეუძლია.