ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც ჩემი ოჯახის წევრებს ასეთი სტრესი გადაატანინა - სოსო გოგაშვილის ქალიშვილი

16.07.22 17:13
ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც ჩემი ოჯახის წევრებს ასეთი სტრესი გადაატანინა - სოსო გოგაშვილის ქალიშვილი

სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც მისი ოჯახის წევრებს ასეთი სტრესი გადაატანინა.

ნინი გოგაშვილი იარაღის ჩადებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ არალოგიკურია, როდესაც ბავშვების სათამაშოების კარადასთან პოულობ იარაღს.

მამაჩემს გაფორმებული აქვს ის 13 იარაღი და აბრალებენ, რომ ის ორი იარაღი იყო გაუფორმებელი. რეალურად, მათ ეს ჩადეს ლეპტოპთან და სხვა მყარ დისკებთან, ფლეშკასთან და მატერიალურ დოკუმენტაციასთან ერთად. 
ბავშვების სათამაშოების კარადასთან და რაღაც ისეთ ადგილებში ჩადეს იარაღი, რომ ლოგიკაში არ ჯდება. კარგია, რომ ეს ყველაფერი ცხადად მოხდა. ამ ყველაფერს ვიტყვით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ნერვიულობა და სტრესი რაც ჩემმა ძმისშვილმა, ჩემმა ძებმა, დედაჩემმა და მამაჩემმა აგდაიტანეს, პასუხი აგონ. და ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ ამ ქვეყანაშია ასეთი მიდგომა უნდა დასრულდეს". - ამბობს ნინი გოგაშვილი.

15 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, სოსო გოგაშვილი მოდულის შენობაში იმყოფება.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.