უსინათლოების პროტესტი გრძელდება - ერთ-ერთი მოშიმშილე საავადმყოფოში გადაიყვანეს
მოშიმშილე უსინათლების მდგომარეობა კრიტიკულად მძმიმდება. ერთ-ერთი მოშიმშილე გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი ენუქიძეს პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა. მას ყველა პარამეტრი და მაჩვენებელი შეცვლილი აქვს.
ამის მიუხედავად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული შშმ პირი პროტესტის ამ ფორმას ექიმების მეთვალყუების ქვეშ მაინც განაგრძობს.
უსინათლოები უკვე მე 18 დღეა სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვენ, მაგრამ მათ მოთხოვნებს არავინ ასრულებს.
დღეს არის შმშლობის მე -18 დღე. ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გითხრათ, რომ სახარბიელო გვაქვს - არა. საკმადო სუსტას ვართ. შიმშლობას არ შევწყვეტთ მანამდე, სანამ არ აღდგება სამართლიანობა. მტავორბის წარმომადგენლებიდან, სამწუხაროდ, ჩემთან მხოლოდ ბატონი ირაკლი იონათამიშვილი შემოგვეხმიანა, უბრალოდ გვკითხა მდგომარეობა, დაგირეკავთო, გვითხრა, მაგრამ საერთოდ არარა შემოგვეხმიანებია. პირიქით, მე დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, - ამბობს ლეილა ვეფხვაძე.