ქობულეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - თანასოფლელს ის მტაცებელ ცხოველში აერია
ქობულეთში ახალგაზრდა მამამაკცი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა მიაყენა. შემთხვევა სოფელ ხალაში მოხვდა.
ირკვევა, რომ მკვლელობამდე ახალგაზრდა კაცი სათევზაოდ იყო წასული, მეზობელს ის მტაცებელ ცხოველში აერია და სამი გასროლით მოკლა.
ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს უკვე ჩაბარდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამ დროისათვის "პირველები" დეტალებს არკვევს.