"ოცნების" რეპრესიები უკრაინელ დევნილებსაც შეეხო - თბილისის მერია მათ დაფინანსებას უწყვეტს

17.07.22 14:43
"ოცნების" რეპრესიები უკრაინელ დევნილებსაც შეეხო - თბილისის მერია მათ დაფინანსებას უწყვეტს

უკრაინის ომს გამოქცეული დევნილები ღია ცის ქვეშ რჩებიან. უკრაინის მოქალაქეებს თბილისის მერია დაფინანსებას უწყვეტს. მათი მოვლა პატრონობა უწყება ჯანდაცვის სამინისტროს ჩააბარა, რომელმაც ერთი ოჯახისთვის ბინის დასაქირვაბელად 300, ხოლო კვებისთის 45  ლარი უნდა გამოყოს. 

ახალი რეგულაციები ძალაში 1 აგვისტოდან შევა. 

უკრაინელები ამბობენ, რომ 300 ლარად საქართველოში ბინის ქირაობა შეუძლებელია, რადგან ბინის ფასები კატასტროფულად გაზრდილია. 

გვითხრეს, რომ ივლისის შემდეგ სასტუმროშ დარჩენას ვეღარ შევძლებდით, გამოგვიყვეს 300 ლარი ბინისთვის, ამ ფასად არ ვიცი ბინას როგორ ვიშოვი, შეუძლებელია. ეს ფული არც პროდუქტშ გვეყოფა. რა ვქნათ არ ვიცით. მერიას ვთხოვთ, ხელი შეგვიწყონ იქნებ ბინა მანც გვაშოვნინონ ამ შეღავათიან ფასად, - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.