იცოდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ფარული მოსმენის შესახებ? - მანანა კობახიძის კომენტარი

18.07.22 16:07
იცოდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ფარული მოსმენის შესახებ? - მანანა კობახიძის კომენტარი

გასცა თუ არა მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის, ფარული მოსმენის ბრძანება?- ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტურავამ დღეს ,,პირველებთან" ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მანანა კობახიძეს სუს-ი კანონიერად უსმდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ტურავა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კონსტიტუციის თანახმად მოსამართლის მიმართ რაიმე ტიპის საგამოძიებო ქმედების ჩატარებისთვის აუცილებელია, თანხმობა პირადად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გასცეს.

,,ტვ პირველმა" შეკითხვით მიმართა მანანა კობახიძეს, რა რეაქცია ჰქონდა მერაბ ტურავას სკანდალურ განცხადებაზე.

,,ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, კომენტარისგან თავს იკავებს.

უკაცრავად, ჩემი კოლეგის ნათქვამზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ მისმენია, რა თქვა ბატონმა ტურავამ. დაკავებული ვარ, ბოდიშს ვიხდი. - თქვა კობახიძემ.