საზარელი მკვლელობა ჭიათურაში - დამნაშავეებმა 40 წლის კაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავარიის ინსცენირება მოაწყვეს

19.07.22 11:01
საზარელი მკვლელობა ჭიათურაში -  დამნაშავეებმა 40 წლის კაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავარიის ინსცენირება მოაწყვეს

საზარელი მკვლელობა ჭიათურაში - სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. ირკვევა, რომ 40 წლის ბესო აბდულაევი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავარიის ინსცენირება მოაწყვეს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ავტომობილში დაწვეს.

სასტიკ მკვლელობას ერთი თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივმა მწყემსმა საკუთარი თვალით ნახა როგორ გადააგდეს შავნიღბიანებმა ხევში  ავტომობილი და ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს.  

პოლიციამ ერთი დამნაშვე დააკავა, თუმცა ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო, მოკლულის თანსოფლელი მარტო არ მოქმედებდა და თანამზრახველებიც ჰყავს.

სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონია, ხალხო. როგორ შეიძლება ეს რომ ერთმა ადმაიანმა ასე მოკლას, მერე გვერდზე გადასვას. იქ, სადაც ვიყავი, ისიც არ ვიცი, იქ ჩაიყვანოს და მანქანა დაწვას. ნამდვილად იყო დაგეგმილი, მაგრამ რის ნიადაგზე ამას მე ვეძებ. მაინტერესებს ყველა ორგანოს, ვისაც ეს ეკუთვნის, მთელ შსს-ს მე პირადად ვავალებ, როგორც ბესოს მეუღლე, რომ ეს საქმე იყოს თავიდან ბოლომდე შესწავლილი და გამოძიებული. სავარაუდო ბრალდებულს ვისაც ამბობენ, ის არის 62 წლის ადამიანი და ის ერთი ადამიანი ბესოს ხელსაც ვერ გადაუწევდა. არის ვერსია, რომ იქ იყო ორი პიროვნება, რომლებსაც ჰქონდათ ქუდები ჩამოფარებული, ეს დაინახა მწყემსმა, - ამბობს მოკლულის მეუღლე.