"ოცნების" დეპუტატების თავდასხმა ,,ტვ პირველის" მფლობელზე - ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს

19.07.22 11:23
"ოცნების" დეპუტატების თავდასხმა ,,ტვ პირველის" მფლობელზე - ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს

"ტვ პირველის" მფლობელი პროკურტურამ გამოკითხვაზე დაიბარა. ორკვირინი ფიქრის შემდეგ ამერიკის საელჩოში ვატო წერეთელზე  მომხდარი ჯგუფური თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

წერეთელმა დღეს ჩვენებაში უნდა მოყვეს, რა ვითარებაში დაესხნენ მას თავს "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი. 

,,ტვ პირველის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მოძალადე დეპუტატები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

პროკურატურას მოუწია აღძრას საქმის, ასევე მოუწევს დამნაშავეების, მანდ არ იყო მარტო ოხანაშვილი, ყველას გაშვება ციხეში, ვინც განახორციელა ჯგუფური თადვასსხმა. აშშ-ს საელჩოს კიდევ ერთხელ მივმართავ, ნუ გახდებით თანამონაწილე, აუცილებლად, დაუყოვნებლივ პროკურატურას მიწოდეთ მასალები, რომ გასაჯაროვდეს თავდასხმის კადრები, - თქვა წერეთელმა. 

აშშ-ს საელჩოს მხრიდან გამოძიებისთვის ვიდეჩანაწერების მნიშვნელობაზე საუბრობს ვატო წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელიც. 

დაწყებულია გამოძიება ძალადობის ფაქტზე. მოწმის სახით, რა თქმა უნდა, დაბარებულია ვატო წერეთელი, რომელსაც აქვს სურვილი, ბუნებრივია, რომ აღუწეროს სრული სურათი, შესაბამისად, დღეს 6 საათზე გამოვცხადდებით და მივცემთ დეტალურ განმარტებას.

ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ეს არის მტკიცებულებები. ცნობილია, რომ ეს მოხდა დაცულ ტერიტორიაზე, თუმცა ინფორმაცია არის ამერიკული მხარის ხელში და რა თქმა უნდა, არის ჩვენი მოთხოვნა, რომ ეს ინფორმაცია გადაეცეს გამოძიებას, - ამბობს კახა წერეთელი. 

სავარაუდოდ, გამოძიების კითხვებზე პასუხების გაცემა ანრი ოხანაშილს და ლევან მგალობლიშვილსაც მოუწევთ. 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას ითხოვდა. 

მსგავსი სიახლეები