თავდასხმა ვატო წერეთელზე - ოხანაშვილი თავის მართლების რეჟიმშია

19.07.22 15:10
თავდასხმა ვატო წერეთელზე - ოხანაშვილი თავის მართლების რეჟიმშია

"ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი ანრი ოხანაშვილი და მისი თანმხლები დეპუტატები პროკურატურას გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მედიასთან ისევ თავს იმართლებს და ვატო წერეთელს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. 

მზად ვარ, განცხადებაშიც დავაფიქსირე, ვითანამშრომლო გამოძიებასთან მეც და ჩემმა კოლეგებმაც. ამ ადამიანის მხრიდან განხორციელდა უბინძურესი პროვოკაცია უმძიმესი შეურაცხყოფით, რომელიც სავარაუდოდ, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არის მიმართული საქართველოს პროკურატურის წინაშე, რომ ამ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე მოხდეს სამართლებრივი რეაგირება. ყველა ნაბიჯი, ყველა ჩემი ქმედება არის იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ლეგიტიმურად, მე, როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირს მქონდა თმენის ვალდებულებაც იქამდე, სადამდეც გადავიდა ეს თმენის ვალდებულება იმ ზღვარს, რასაც ჰქვია დანაშაულის ნიშნები და კონკრეტული საფრთხეები, - თქვა ოხანაშვილმა. 

ოხანაშვილის გამართლებას შეეცადა პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, იმაში, რომ ანრი ოხანაშვილი სიმართლეს ყვება, ეჭვი არავის ეპარება. 

ჩვენ მოვისიმინეთ ბატონი ანრი ოხანაშვილის განმარტება, ისტორია რაც მოხდა, მემგონი, არავის ეპარება ეჭვი იმ ისტორიაში, რაც მან მოყვა, როგორ მოხდა ეს შემთხვევა და მოვისმინეთ ასევე, მეორე მხარის, ბატონი წერეთლის განმარტება, რომელშიც მემგონი, მის თანამშრომლებსაც ეჭვი ეპარება, რომ ასე იყო ეს ისტორია და წინ არაფერი უძღოდა იმ გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც მკოხდა. ხომ არავის არ სჯერა, რომ ამას წინ არაფერი უძღოდა, ხომ? აქედან გამომდინარე, ხომ ხვდებით, რომ იმ მომენტსი ამ ისტორიაში ვინ ყვება სიმართლეს და ვინ ყვება ტყუილს. პროკურატურა სოწრედ ამით დაინტერესდება, - ამბობს პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩოში "ტვ პირველის" მფლობელზე "ოცნების" დეპუტატების თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები