რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილის გამოკითხვა დასრულდა

19.07.22 18:18
რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილის გამოკითხვა დასრულდა

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაში სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანის გამოკითხვა დასრულდა. სოსო გოგაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს დეტალური ჩვენება მისცა იმ დარღვევების შესახებ, რაც მისი აყვანის 14 საათიანი ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ჩაიდინეს. 

დაკავებისას სპეცრაზმმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არ გააჩნდათ დაკავების ორდერი, განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება გოგაშვილების ოჯახზე- ადვოკატის ინფორმაციით, სუსის მაღალჩინოსანმა გამოძიებას იმ დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც მისის დაკავებისას გამოიყენეს.

მიაწოდა ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს, კონკრეტულად რა არაკანონიერი ქმედება იქნა განხორციელებული სამართალდამცველების მხრიდან მისი დაკავებისა და სახლის ჩხრეკის დროს, დასახელებულია ღამბაშიძე გოგაშვილის მხრიდან, ცეცხლსასროლი იარაღების ხელებზე შეხების ფაქტი, ეს მიმართული იყო იმისკენ, რომ იარაღზე ბიოლოგიური მასალა, დნმ-ი გადასულიყო. 

კონკრეტული დოკუმენტაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება- განაცხადა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.

სოსო გოგაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ქმედით ნაბიჯებსა და დამნაშავეების დასჯას ელის. მისი ოჯახის წევრების გამოკითხვა უახლოეს დღეებში მოხდება.