რუსი ბლოგერი საქართველოში არ შემოუშვეს

19.07.22 17:51
რუსი ბლოგერი საქართველოში არ შემოუშვეს

"მისი ყოფნა არასასურველია საერთაშორისო პოლიტიკის გამო" - საქართველოში რუსი ბლოგერი, ალექსეი რომანოვი ქვეყანაში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ის ინფორმაციას საკუთარ Facebook-ის გვერდზე ავრცელებს

რომანოვი საქართველოში შემოსვლას სომხეთიდან ცდილობდა. 

რომანოვი ყველა იმ ჩამოთვლილ უარზე წერს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტურად გაფორმებული წარუდგინა ბლოგერს.

დოკუმენტში ჩამოთვლილია უარის ყველა შესაძლო მიზეზი:

დოკუმენტების არასრული ნაკრები;
არასწორი დოკუმენტები;
საქართველოში პირის ყოფნის საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის;
პირს არ გადაუხდია ჯარიმა, არ აქვს დაზღვევა, მისი ყოფნა არასასურველია საერთაშორისო პოლიტიკის გამო, დაარღვია საქართველოში უცხოელების მიმართ არსებული წესები ან აპირებს მათ დარღვევას;
სინამდვილეში საქართველოში შესვლაზე უარი მითხრეს შემდეგი მიზეზის გამო:

ვფიქრობ, საქმე ჩემს რეპორტაჟებშია, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე გადავიღე, როცა ხალხი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე მიდიოდა. ერთი ქართველი ოლიგარქისთვის მიშა, ქვეყნის ნახევარ განაკვეთზე ჩრდილოვანი მმართველი, ყელის მთავარი ძვალია",- წერს ბლოგერი.