საზარელი მკვლელობა ჭიათურაში - ,,ტვ პირველმა" მომხდარის დეტალები გაარკვია

19.07.22 19:19
საზარელი მკვლელობა ჭიათურაში - ,,ტვ პირველმა" მომხდარის დეტალები გაარკვია

სასტიკი მკვლელობა ჭიათურაში. 40 წლის ბესო აბდულაევის ოჯახის წევრები იმ ადამიანების გამოკითხვას ითხოვენ, რომლებთანაც მსხვერპლს წლების წინ სამართლებრივი დავა ჰქონდა. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აბდულაევი  შურისძიების სამიზნე სწორედ ყოფილი ბიზნესპარტნიორის მხრიდან გახდა.
როგორც ,,ტვ პირველმა" გაარკვია,  წლების წინ, აბდულაევმა ჭიათურაში მაღაზია გაყიდა და სანაცვლოდ  თბილისში ბინა უნდა მიეღო. მას უთხრეს მისამართიც, სადაც ფართს უნდა მიეცათ, თუმცა გადააგდეს. რამდენიმე წელია, აბდულაევი კუთვნილ ბინას ითხოვდა, თუმცა არ აძლევდნენ, რის გამოც მან  სამართლებრივი დავა დაიწყო. ოჯახი დარწმუნებულია რომ მკვლელობაც ამ სადავო ქონებას უკავშირდება. 

მსოფლიო ჩემპიონის და ყოფილი პოლიციელის მკვლელობის საქმეზე სოფელში ბევრი იციან. ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული, 54 წლის მამაკაცი, ვლადიმერ ცერცვაძე, ტაძრების მშენებელი იყო. მოკლულმა აბდულაევმა მას ფერმის აშენება დაავალა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა, მიზეზი ფული იყო. ბოლო სატელეფონო ზარი მოკლულს სწორედ მშენებლთან ჰქონდა.

ბესო აბდულაევი მსოფლიო ჩემპიონი და ფიზიკურად ძლიერი პიროვნება იყო, ამიტომ ოჯახი დარწმუნებულია, რომ მის მკვლელობას გამოძიების მიერ დაკავებული მშენებელი ვერ შეძლებდა.

მოკლული პოლიციელის დედა, ზოია შველიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფს და მთელ ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს, მინისტრმა გომელაურმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს, დასაჯოს შეკვეთილი მკვლელობის ყველა მონაწილე, წინააღმდეგ შემთხევაში, ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თავის დაწვით იმუქრება.   

დაკავებულ მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებულებად ამოიღო ცეცხსასროლი იარაღი. ავტომობილი კი, სადაც 40 წლის მამაკაცი მკვლელობისთვის გაიმეტეს, ისევ დანაშაულის ადგილზეა. არ არის გამორიცხული განზრახ მკვლელობის საქმეში დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.  

მსგავსი სიახლეები