"ეს იგივეა, გიგი უგულავას რომ დააბრალეს ძიუდოისტს სცემაო" - წერეთელი მგალობლიშვილის ბრალდებაზე

19.07.22 22:19
"ეს იგივეა, გიგი უგულავას რომ დააბრალეს ძიუდოისტს სცემაო" - წერეთელი მგალობლიშვილის ბრალდებაზე

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ლევან მგალობლიშვილის და ანრი ოხანაშვილის ბრალდებას პასუხობს, სადაც ისინი მედიამენეჯერს მუქარასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

წერეთელი მგალობლიშვილის განცხადებას გიგი უგულავას საქმეს ადარებს, სადაც პოლიტიკოსს ძიუდოისტის ცემას აბრალებდნენ: 

"ლევან მგალობლიშვილს მე საერთოდ არ ვიცნობდი მანამდე, არც ანრი ოხანაშვილს, არც ზარქუას. თქვენ თუ ნახავთ ლევან მგალობლიშვილს, ეს იგივეა გიგი უგულავას რომ დააბრალეს ძიუდოისტს სცემაო. ზუსტად იგიეა ეს განცხადებაც. მე როგორც ვიცი მგალობლიშვილი კალათბურთელია. ჩემდა საბედნიეროდ ყველაფერი ვიდეოზეა აღბეჭდილი და საზოგადოება ნახავს როგორ ძალადობენ ამ ქვეყნის დეპუტატები ჩემზე"- თქვა წერეთელმა.