საქართველოს ხელისუფლება პუტინის მაკრიტიკებლებს ქვეყანაში არ უშვებს - რუსი ბლოგერი

20.07.22 11:47
საქართველოს ხელისუფლება პუტინის მაკრიტიკებლებს ქვეყანაში არ უშვებს - რუსი ბლოგერი

პუტინის რეჟიმის მიერ დევნილი რუსი ბლოგერი საქართველში არ შემოუშვეს.

„საქართველოს კანონმდებლოთ განსაზღვრული სხვა შემთხვევები“ - ეს არის მოკლე განმარტება, რომელიც რუს ბლოგერს  საქართველო-სომხეთის საზღვართან უთხრეს. 

კონკრეტულად, რა მიზეზის გამო არ შემოუშვეს ჟურნალისტი საქართველოში, რომელიც პუტინის რეჟიმის მიერ არის დევნილი და რუსეთში არ ცხოვრობს, ეს მისთვის გაუგებარია.

ბლოგერი ამბობს, რომ მან საზღვარზე, სადაც 6 საათის განმავლობაში ალოდინეს, პასუხები ვერ მიიღო.

რამდენიმე დღით ჩამოვდიოდი. 5 საათზე უკვე საზღვარზე ვიყავი. ამ დროიდან საღამოს 11 საათამდე ისე გამაჩერეეს,რომ არაფერი აუხსნიათ. თითქმის 6 საათიანი ლოდინის შემდეგ მომიტანეს დოკუმენტი, სადაც ეწერა,რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩემს შემოშვებაზე უარი თქვა. რატომ არ შემომიშვეს - არც ზეპირად და არც წერილობით განმარტებები ჩემთვის არ მოუციათ. ის, რაც ეწერა ამ ქაღალდში, პასუხი არ არის. ჩემს უკან არანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა არ არის, ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში და ახსნა არ აქვს ჩემს არ შემოშვებას“. - ამბობს ბლოგერი.

ალექსეი რომანოვი იმასაც დასძენს, რომ მისი საქართველოში არშემოშვების მიზეზი შესაძლოა, მის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეპორტაჟებიც გახდა.

ბლოგერის თქმით, მისი დაბლოკვა იმის გამოც მოხდა, რომ ის უკრაინაში პუტინის მოქმედებებს ღიად აკრიტიკებს.

რომანოვი პირდაპირ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას და ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება პუტინის მაკრიტიკებლებს ქვეყანაში არ უშვებს.

არასოდეს არც რუსეთში, არც საქართველოში, არც სომხეთში მოგზაურობისას არ დამიმალავს ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება პუტინის მიმართ. ახლა კი, რაც პუტინმა უკრიანაში ომი დაიწყო, პირდაპირ ვლაპარაკობ ამ ყველაფერზე. როგორც მე გავიგე, საქართველოს დღევანდლეი ხელისუფლება პუტინის ასეთ მაკრიტიკებლებს ქვეყანაში არ უშვებს. ძალიან არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება, როდესაც სრულიად უმიზეზოდ შეუძლიათ ადამიანს საზღვრის კვეთაზე უარი უთხრან“. - ამბობს ჟურნალისტი.

რომანოვი  ქვეყნაში შემოსვლას სადახლოდან ცდილობდა.ის სასაზღვრო პოლციიამ  საქართველო-სომხეთის საზღვარზე ჯერ 6 საათის  განმავლობაში გააჩეერა, გვიან ღამით კი უთხრეს, რომ გომალურის უწყებამ მისი საკითხი განიხილა და საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.