მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა - 25 წლის ორი შვილის დედას 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული

20.07.22 14:45
მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა - 25 წლის ორი შვილის დედას 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული

მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა - ორი შვილის დედას 4 ჭრილობა სამზარეულოს დანით აქვს მიყენებული. საზარელი დანაშაული მარნეულის რაონის სოფელ თესალში მოხდა.

ექიმის განცხადებით, ქალის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ამჟამად სტაბილურია. 

მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამჟამად წევს სომატურ განყოფილებაში. ინტენსიური თერაპია არ სჭირდება. რამდენიმე დღის შემდეგ სავარაუდოდ გაეწერება. დანარჩენ ინფორმაციას რაც შეეხება, ქალი არ არის თანხმა, რომ ამის შესახებ გაჟღერდეს". - ამბობს ექიმი.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ეს ქალზე სასტიკი ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

ცოლის მკველობაში ბრალდებული კაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

ბრალის დამტკიცების შემთხვავში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.