მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს
ქართველი მომღერალი, მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს. ინფორმაციას მომღერლი საკუთარ "ინსტაგრამზე" ავრცელებს და ვიდეო მიმართვაში რუსულად საუბრობს.
მომღერალი წერს, რომ ბილეთების შეძენა თავის ვებგვერდზეა შესაძლებელი, რომელიც რუსულენოვანია.
გარდა მოსკოვისა 29 ივლისს კონცერტი სოჭში გაიმართება.
ვიდეოს ქართველი მსმენელისგან და გამომწერებისგან უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.