გარდაბანში სკვერი ნაგავსაყრელთან მოეწყო, რაშიც 11 ათასი ლარი დაიხარჯა

21.07.22 11:08
გარდაბანში სკვერი ნაგავსაყრელთან მოეწყო, რაშიც 11 ათასი ლარი დაიხარჯა

გარდაბანში სკვერი ნაგავსაყრელთან მოეწყო, რაშიც 11 ათასი ლარი დაიხარჯა, ხოლო 10 ათას ლარად ბოშურში გააკეთეს ატრაქციონები, რომლამდე მისასვლელად ბავშვებმა მდინარე ხიდის გარეშე უნდა გადალახონ“. - ამის შესახებ კვლევას ფლანგვის დეტექტორი  აქვეყნებს. 

"სკვერი გამწვანების გარეშე, ავარიულ კორპუსთან მოწყობილი ტრენაჟორები – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც კვლევების დროს ვაწყდებით.

  საბიუჯეტო სახსრები იხარჯება გამოუყენებელ, ან მიუვალ ადგილებში გაკეთებულ ინფრასტრუქტურაზეც და ამჯერად ასეთ უცნაურ სკვერებს წარმოგიდგენთ:

  2021 წელს გორის მუნიციპალიტეტმა ₾ 75 ათასზე მეტი დახარჯა სკვერებისა და მოედნების მოწყობაში, რომელთაგან რამდენიმესთან მისასვლელი გზა ბავშვებისთვის არც არსებობს.

  მაგალითად, იმისათვის, რომ ბავშვები ზემო ბოშურში დამონტაჟებულ ატრაქციონებამდე მივიდნენ, მათ სიცოცხლისთვის საშიში მდინარე უხიდოდ უნდა გადალახონ.

  გარდაბნის მერიამ კი სკვერი ყოველგვარი გამწვანების გარეშე პირდაპირ ნაგავსაყრელთან მოაწყო, რაშიც ბიუჯეტიდან ლ 11 ათასზე მეტი დაიხარჯა.

  მეტი ინფორმაცია უცნაური სკვერების შესახებ იხილეთ კომენტარებში და თქვენც გვითხარით, მსგავსად ცუდ და უცნაურ სკვერს კიდევ სადმე ხომ არ შეეჩეხეთ". - ნათქვამია კვლევაში.

მასალა ვრცლად იხილეთ აქ