პოლიცია ერთ ინვესტორს იცავს, სტადიონს გვამრთმევენ - ხმაური და დაპირისპირება მუხიანში

21.07.22 14:07
პოლიცია ერთ ინვესტორს იცავს, სტადიონს გვამრთმევენ - ხმაური და დაპირისპირება მუხიანში

ხმაური მუხაინაში - ქუჩაში გამოსულ ადაგილობრივებს პოლიცია და კერძო დაცვის სამსახური დაუპირისპირეს. 

2 კვირიანი პროტესტის მიუხედავად, მუხიანის მეორე მიკრო რაიონაში სტადიონის ტერიტორიაზე მრვალსართულიანი კორპუსების მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილება მერიამ მაინც არ შეცვალა და სადაო ადგილზე სამუშაოები დილიდან ჩუმად მაშინ განაახლა, როდესაც მოსახლეობას ეძინა.

ადგილობრივები მერიისგან მოითხოვენ, რომ ერთადერთი თავისუფალი სივრცე კორპუსებით არ დაიფაროს და სამშენებლო მოედნად არ იქცეს.

დაგვანებეთ თავი, აქ დავწვები იცოდე, თქვენი სამუშაო არ მაინტერესებს. იმის მაგივრად, რომ პოლიცია ხალხის გვერდზე იდგეს, აგერ იცავენ ერთ ინვესტორს. სტადიონს გვამრთმევენ ხალხო, გამოდით“ - ამბობს მოსახლეობა.

ადგილზე მივიდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელიც, რომელმაც მოისახლეობას უთხრა, რომ 10 დღის განმავლობაში არ გააგრძელებენ სამუშაოებს, ამ ვადაში კი მათ მერიასთან საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 

კომპანია ამბობს, რომ 10 დღის შემდეგ სამუშაოების თავისუფლად განხორციელების საშუალება უნდა მიეცეთ. 

ეს წინადადება კატეგორიულად მიუღებელია ადგილობრივებისთვის და  ისინი კიდევ ერთელ აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას. 

მოსახლეობის თქმით, კომპანიამ ადგილზე სავარაუდოდ კერძო დაცვის სამსახურის 10-მდე წარმოამდგენელიც მიიყვანა. მათი თქმით, ისინი ცდილობდნენ ადგილობრივებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ და სამუშაო პროცესისთვის ხელი შეეწყოთ. 

„პირველების“ გადამღებ ჯგუფთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ „მხედრიონელები“ არიან „ვაფშე არ აინტერესებთ მოსახლეობა“. 

მუხიანის მეორე მიკროში ხალხი დილის 7 საათიდან გამოვიდა ქუჩაში და სამშენებლო კომპანიის წარმოამდგენლებს წინააღმდეგობა გაუწია. ამ დროისთვის ადგილზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.