ადიგენში 25 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

21.07.22 18:08
ადიგენში 25 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში 25 წლის ბიჭი, საკუთარი სახლის ეზოში, გარდაცვლილი იპოვეს. გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" წერს, რომ გარდაცვლილი პირველად საკუთარმა ბიძამ ნახა. 

რა გახდა ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილის მიზეზი, უცნობია. შსს-მ კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.