ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა -100- მდე კლინიკა და 23 000 ათასი თანამშრომლის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა, 100-მდე კლინიკა და 23 000 ათასი თანამშრომლის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კლინიკებმა ერთობლივი წერილით ჯანდაცვის მინისტრს 13 ივლისს მიმართეს, დრო 7 დღე მისცეს. ვადა ამოიწურა, თუმცა მინისტრი აზარაშვილი კლინიკებს არც კი პასუხობს.
საავადმყოფოები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პაციენტების მომსახურების საფასურის გადახედვას ითხოვენ. ამბობენ, რომ 2013 წელს დადგენილი ტარიფების იმდენად მცირეა, რომ გაკოტრებამდე მივიდნენ.
მძიმე ვითარებაა რეგიონებში, აქ კლინიკები, პრაქტიკულად, გადარჩენისთვის იბრძვიან.
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა 2013 წელს ამოქმედდა, 9 წლის წინ დადგინდა ტარიფები, რა მომსახურებაში რამდენს იხდიდა სამინისტრო. ამ ცხრა წლის განმავლობაშ წამლებიც, აპარატურაც და სახარჯი მასალებიც გაძვირდა, თუმცა სამინისტროს ეს არ აინტერესებს.