მოსამართლე კვერენჩხილაძის აცილების საკითხი - კონსტიტუციონალისტები "ოცნებას" აკრიტიკებენ

22.07.22 15:57
მოსამართლე კვერენჩხილაძის აცილების საკითხი -  კონსტიტუციონალისტები "ოცნებას" აკრიტიკებენ

პოლიტიკური კონტროლი სასამართლოზე - კონსტიტუციონალისტები  "ქართულ ოცნებას" დემოკრატიული სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში მოსამართლეთა კონტროლი მიუღებელია.

კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ამ ფორმით და მოქმედი მოსამართლეების სარჩელის ჩაგდების სურვილით "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო მოსამართლეებს უპირისპირდება.

კონსტიტუციონალისტები იმედს გამოთქვამენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ახნრი ოხანაშვილის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს. 

ერთია, როდესაც შუამდგომლობა არის სამართლებრივი, დასაბუთებლობის კუთხით პრობლემური, იმიტომ, რომ ის ეწინააღდემეგება საკონსტიტუციო სასამაღტლოს მანამდე განვითარებულ პრაქტიკას  და რეალურად, უსაფუძვლოა ასეთი მოთხოვნა , იმიტომ, რომ მოსამართლის აცილებისთვის აუცილებელია კონკრეტულ სარჩელზე და განსახილველ საკითხზე ჰქონდეს პოზიცია დაფიქსირებული. მეორე, კიდევ უფრო გაუგებარია ამ საკითხზე განცხადებას როდესაც აკეთებს პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური ფიგურა მმართველი პოლიტიკური გუნდიდან. ეს კიდევ უფრო აძლიერებს კითხვებს და ეჭვებს, თუმცა იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აი, ამ შაუმდგომლობას არ გაითვალისწინებს, - ამბობს გურო იმნაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება"  საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს. საქმე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების კონსტიტუციურობის განხილვას ეხება, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეების დასჯის ახალ ბერკეტებს აძლევს.

მიზეზი, რის გამოც პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება მოითხოვა, მოსამართლის საჯარო პოზიციაა. "ოცნებაში" ამბობენ, რომ გიორგი კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში ღიად გამოხატა დამოკიდებულება იმ საქმისადმი, რომელიც უნდა განიხილოს.