"ოცნების" დეპუტატების თავდასხმა ვატო წერეთელზე - პროკურატურაში ჟურნალისტი გვანცა ფიფია გამოიკითხა

22.07.22 17:20
"ოცნების" დეპუტატების თავდასხმა ვატო წერეთელზე - პროკურატურაში ჟურნალისტი გვანცა ფიფია გამოიკითხა

"ტვ პირველის" მფლობელზე ამერიკის საელჩოში მომხდარი ჯგუფური თავდასმხის საქმეზე გამოკითხვების სერია  გრძელდება. გამომძიებლების კითხვებს ფაქტის თვითმიხილველი ჟურნალისტმა გვანცა ფიფიამ უპასუხა. 

ჟურნალისტმა გამოძიებას მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც დავინახე. ის, რომ ცენტრალური შესასვლელიდან დაახლოებით 15-20 მეტრშ მოხდა ინციდენტი. ის, რომ მეც იქვე, შორიახლოს ვიმყოფებოდი, როგორ გადაეკვეთნენ ერთმანეთს ნანა და ვატო და დეპუტატები.  როცა გავიხედე, დავინახე, როგორ ჰქონდათ სახეები ერთმანეთთან დაახლოებული ვატოს და  ბატონ ანრი ოხანაშვილს. და ის, როგორ ჩაარტყა, შემდგომ სილა როგორ გააწნა  ოხანაშვილმა უკვე ვატოს.  დეპუტატები, ოთხივე იმყოფებოდნენ ერთად, მაგრამ ანრის დარტყმის შემდეგ  იქ ატყდა ჩოჩქოლი და ამ ჩოჩქოლის პროცესში რა ხდებოდა, ეს მე ვეღარ დავინახე, -  ამბობს  ფიფია. 

გამოძიება, რომელიც ამერიკის საელჩოს ნოტის საფუძველზე დაიწყო, უკვე რამდენიმე დღეა მიდის, თუმცა პროკურატურა ოცნების თავდამსხმელი დეპუატატების გამოკითხვას არ ჩქარობს. 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებდა.