რუსეთი ბიჭვინთის მიტაცებას ცდილობს, "ოცნება" კი დუმს - პროტესტი საგარეო სამინისტროთან

22.07.22 17:55
რუსეთი ბიჭვინთის მიტაცებას ცდილობს, "ოცნება" კი დუმს - პროტესტი საგარეო სამინისტროთან

საქართველოს ტერიტორიის ანექსია და ხელისუფლების დუმილი - ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი უკონტოროლო და უკიდურესად დაძაბული ვითარება სამოქალაქო აქტივისტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტეს. 

ისინი ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილის გუნდი ახლაც რუსეთის "არგაღიზიანების"  პოლიტიკას ინანრჩუნებს და აღნიშნულ მოვლენას რეაგირების გარეშე, დუმილით ხვდება. 

მდუმარება და უმოქმედება საქართველოს ხელისუფლებისგან არ გვიკვირს. ის დევნის მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს და ამ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთში ანტირუსული განწყობები კიდევ უფრო ღვივდება, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობა კიდევ უფრო დიდ პროტესტს გამოხატავს იმ ფაქტის მიმართ, რაც დღეს ბიჭვინთის გარშემო ხორციელდება და უნდათ, რომ რუსეთს გადასცენ მფლობელობაში, ამ დროს საქართველოს ხელისუფლება დუმს. დუმს იმიტომ , რომ ისინი რუსეთში და პუტინში ხედავენ საკუთარ მოკავშირეს“. - ამბობს აქტივისტი.

სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს საგარეო სამქეთა მინისტრს წერილთაც მიმართეს.