გაუპატიურების მცდელობა დუშეთში - პროკურატურამ ერთი პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დუშეთში გაუპატიურების მცდელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, 3 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა დაზარალებული საკუთარ ავტომობილში ჩაკეტა, ძალის გამოყენებით შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა, დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო.
აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული დაზარალებულს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუპატიურებით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინა.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასჯელი 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.