კიდევ ერთი უსამართლო განაჩენი - გვარამის საქმის მოსამართლე ახალ სკანდალში ეხვევა
გვარამის საქმის მოსამართლე ახალ სკანდალში ეხვევა - ლაშა ჩხიკვაძის და ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატის, შალვა თადუმაძის უსამართლობის შესახებ ალაპარაკდა ოჯახი, რომლის წევრიც ციხეში გაუშვეს. საქმე ვალს ეხება.
ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალს მეგობარმა ბანკიდან ვალი გამოატანინა, თუმცა აღარ გაიდახადა. ბანკი თანხის დაბრუნებას, ბუნებრივია, ოფიციალურ მსესხებელს სთხოვდა, თუმცა ქალს თანხის დაბრუნების რესურსი არ ჰქონდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ვალის მოსათხოვად მისულ მოქალაქეს იარაღით დაემუქრნენ, საბოლოოდ, კი ციხეში თავად გაუშვეს.
გვარამიას მოსამართლემ ახალგაზრდა კაცს 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ყოფილმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ კი 8.
საქმეში ფიგურირებს ყოფილი პროკურორის შვილი, ამიტომ დაკავებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ სასამართლო ყოფილი ძალოვანის ოჯახის წევრის სამსახურში ჩადგა.